უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ ამბავს ნუ ქმნით - ზაზა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 15.01.2019
ნანახია: 732

ძალიან გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას და ამბავს ნუ ქმნით, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

მისი თქმით, აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის არის აუცილებელი.

„გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ბევრ კანონიკურ დარღვევაზეა საუბარი, რასაც საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად. ჩვენც უნდა მივეხმაროთ მათ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს.

არ უნდა ვიჟონგლიოროთ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, სასწორზე დგას ჩვენი მომავალი, რა გამონათქვამი, რა პოზიცია დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. აქედან არ უნდა შევქმნათ სანახობა, რომ აი, ხედავთ თურმე, ჩვენ არ ვეხმარებით უკრაინას და ა.შ. ასეთი ურა პატრიოტიზმის დრო დავამთავროთ, მივანდოთ ეს საქმე ადამიანებს, რომლებიც უკეთესად, კვალიფიციურად გადაწყვეტენ. ნუ გადავახტებით ამ ხალხს, სჯობს, მოვისმინოთ მათი აზრები და ანალიზი, ვიდრე მე ვაკეთო ვიღაცისთვის გულის მოსაგები განცხადებები, არც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე