18-20 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, გირჩების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:50 | 10.12.2015
ნანახია: 2158

18-20 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზღვისპირა პარკში (ჩაქვის შემოსასვლელიდან) გირჩების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 სახეობის გირჩები.

ასევე გაიმართა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს ორგანიზატორები ბოტანიკურ ბაღში დამზადებული თაფლითა და ფიჭვის მტვრის შეზავებული ჩაით გაუმასპინძლდება.

აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა განმეორებით 26 დეკემბერს ბათუმში, ზვიად გამსახურდიას № 1/5-ში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე