იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „რუსთავი 2-მა“ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
საქართველო, თბილისი - 12:44 | 15.01.2019 ნანახია: 720იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი გასული წლის დეკემბერში. შედეგად, „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ თეა წულუკიანის ბოლო ვიზიტი ირლანდიაში შედგა 2014 წლის 8-9 მაისს. მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ არ ჩათვალა საჭიროდ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფაქტის გადამოწმება და ტელევიზიის მაყურებელმა ეთერიდან მოისმინა ცრუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა