ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 15.01.2019
ნანახია: 694

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზეგამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე