ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 14.01.2019
ნანახია: 1260

14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6650 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან  მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0546 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0766 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.20 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4833 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4227 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 იანვრიდან შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე