6 წლის საბა კიწმარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 14.01.2019
ნანახია: 864

6 წლის საბა კიწმარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რის გამოც მისი საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხი საერთოდ მოიხსნა.

ბავშვის დიაგნოზი კვლავაც დაუზუსტებელია. ზუსტი პასუხი კი შესაძლოა ექიმთა კონსილუმმა დაადგინოს, რომელიც დღესვე უნდა შეიკრიბოს.

ბოლო 24 საათში ბავშვის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, თუმცა ვითარება ისევ ურთულესია.

„ზოგადად ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე. რაც შეეხება დიაგნოზებს, დიაგნოზების ჩამონათვალი ძალიან ბევრია. ეს არ არის ერთი დიაგნოზი, ან ერთი სისტემის დაზიანების მქონე შეთხვევა. ეს არის უიშვიათესი დაავადება, ჩვენი წინასწარი დიაგნოზები მიუთითებენ აი ამ უიშვიათესი რამდენიმე დაავადების არსებობის შესაძლებლობის შესახებ.“ - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

6 წლის საბა კიწმარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ექიმებთან ერთად მოინახულა და ბავშვის მშობლებსაც შეხვდა. ზაზა ბოხუას თქმით, თუ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მოიძიოს ის დაწესებულება, სადაც მოხდება პაციენტის ტრანსპორტირება.

„შევხვდით, ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ, აუხსენით, რომ ის ურთიერთობა ჩვენ 24 საათიანრეჟიმში გვაქვს და ამ პაციენტს ამ კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ყურადღება აქვს და ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ყოველდღიური ინფორმაცია რა ხდება და როგორ ხდება. თუ მაინც და მაინც, როცა დადგება და ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კარგად დადგება, ამ შეთხვევაში თუ მაინც და მაინც დასჭირდება ვთქვათ გაყვანა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ამ შემთხვევაში მოიძიოს ის დაწესებულება, სადაც შეიძლება მოხდეს მისი ტრანსპორტირება.“ - განმარტა ზაზა ბოხუამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე