H1N1 ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 14.01.2019
ნანახია: 1410

H1N1 ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა.

მას ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორი დაავადება - წითელა და გრიპი გამოუვლინდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით ავადობის დინამიკა შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებიც.

ცნობისთვის, ეს ე.წ. ღორის გრიპის გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე