ბესელიამ დააანონსა, რომ რაღაცას ნათელს მოჰფენდა და დღეს ვერაფერსაც ვერ მოჰფინა ნათელი - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 16:18 | 14.01.2019
ნანახია: 902

ქალბატონმა ბესელიამ დააანონსა, რომ რაღაცას ნათელს მოჰფენდა და დღეს ვერაფერსაც ვერ მოჰფინა ნათელი. ჩემთვის მისი დღევანდელი განცხადება ძალიან გაუგებარი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძემ უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას დღევანდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ივანიშვილის წერილის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით მისი შანტაჟის არ ეშინიათ. 

„ქალბატონმა ბესელიამ დააანონსა, რომ რაღაცას ნათელს მოჰფენდა და დღეს ვერაფერსაც ვერ მოჰფინა ნათელი. ჩემთვის მისი დღევანდელი განცხადება ძალიან გაუგებარი იყო. აქედან აზრი მე ვერ გამოვიტანე. ბესელიასგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, რომ რამეს იტყოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილის წერილის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით მისი შანტაჟის არ ეშინიათ“, - განაცხადა კახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე