პრეზიდენტი ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესამუშავებლად საზოგადოებასთან ფართომასშტაბიან დიალოგს იწყებს
საქართველო, თბილისი - 16:14 | 14.01.2019 ნანახია: 659პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან. კონსულტაციები მედიის აქტიური ჩართულობით გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე სწავლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება რომელიმე თუნდაც საუკეთესო გამოცდილების ქვეყნის მქონე დოკუმენტის კოპირება. ეს უნდა იყოს ქართული დოკუმენტი დაფუძნებული სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისი განცხადებით, საკითხი ეხება ცილისწამებას, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს "ფეიკნიუსებსაც".
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა