მოსამართლეების სიას იმ შემადგენლობით, რომელიც პარლამენტში შევიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს - ნინო გოგუაძე

საქართველო, თბილისი - 15:49 | 14.01.2019
ნანახია: 626

მოსამართლეების სიას იმ ფორმით და იმ შემადგენლობით, რომელიც პარლამენტში შევიდა, საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია, მათ შორის ჩემიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ირჩევიან უვადოდ უზენაეს სასამართლოში, აუცილებელია, რომ მათ მიმართ საზოგადოების სანდოობა იყოს მაღალი და მათი კომპეტენცია იყოს სათანადო.

„ეს პროცესი შეიძლება იყოს რთულიც, წინააღმდეგობრივიც, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო პროცესი და ყველა მზად არის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის. საჭიროა გამჭვირვალე პროცესი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც იუსტიციის საბჭო აირჩევს ამ მოსამართლეებს. კრიტერიუმის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანი შეაფასო. ეს არ ნიშნავს, რომ კრიტერიუმი აბსოლუტურად დაიცავს სიაში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომლებთანაც ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდეს. ეს არის პროცესი, შეუძლებელია სხვაგვარად ამ პროცესის წარმართვა. დღეს პარლამენტს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ის მოსამართლეები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იყვნენ განსაკუთრებული კომპეტენციის და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე“, – განაცხადა გოგუაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე