ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ამერიკელი ჩოგბურთელი დაამარხცა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 14.01.2019
ნანახია: 1175

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს მე-20 ჩოგანია, დღეს გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ამერიკელ კრისტოფერ იუბენკსს შეხვდა და 4 სეტში, 6:4, 4:6, 7:6 (8:6), 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილის წყვილში ფავორიტი იყო და ამერიკელთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 170-ე ადგილზეა, მატჩი ლოგიკური უპირატესობით წარმართა. შეხვედრაში, რომელიც 2 საათსა და 45 წუთს გრძელდებოდა, ნიკამ პირველივე სეტი უპრობლემოდ მოიგო - მან მეხუთე გეიმში შეძლო ბრეიკის აღება და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა (6:4).

 

AO | ბასილაშვილის ლოგიკური გამარჯვება - ნიკამ ამერიკელი 4 სეტში დაამარცხა

მეორე სეტის მოგება იუბენკსმა შეძლო. ამ სეტში ნიკამ სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ორჯერ აიღო ბრეიკი. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ბასილაშვილი 0:4-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაიბრეიკში კი ქართველმა 8:6 გაიმარჯვა. სწორედ აქ მოიპოვა ნიკამ გადამწყვეტი უპირატესობა, რომელიც მეოთხე სეტში ხელიდან აღარ გაუშვა. მართალია, ბოლო სეტი ნიკამ საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო და 0:2-ს აგებდა, მაგრამ მესამე გეიმიდან უპირატესობა დაიბრუნა, ორი ბრეიკი აიღო და საბოლოოდ 6:3 დააფიქსირა.

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე