პოლიციამ ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 10.12.2015
ნანახია: 1754

შვეიცარიის პოლიციამ ჟენევაში თავდასხმების საფრთხის დონე აამაღლა.

პოლიციის ცნობით, საფრთხის დონის გაზრდა ჟენევაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილების ყოფნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

სამართალდამცავი ორგანოები მათი ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ.

როგორც ქალაქის უშიშროების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქის ქუჩებში წესრიგს პოლიციელთა გაძლიერებული ჯგუფები უზრუნველყოფენ.

სააგენტო ”როიტერი” გაეროს შტაბ-ბინის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვეიცარიის ხელისუფლება ჟენევაში ოთხ ახალგაზრდას ეძებს, რომლებსაც შესაძლოა პარიზის ტერაქტებთან ჰქონოდათ კავშირი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე