თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 15:10 | 14.01.2019
ნანახია: 616

თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, ერთმანეთთან სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იანვარში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საგაზაფხულო სესიისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

"თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, ერთმანეთთან სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება. იანვარში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საგაზაფხულო სესიისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის იმ მოსაზრებების განხილვა მოხდება, რაც ჩვენი გუნდის ცალკეულ წევრებს აქვთ", - განაცხადა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე