უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება - მათიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:45 | 14.01.2019 ნანახია: 590უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოც გაითვალისწინებს.
„უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების დარღვევა არ მოხდეს, ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მყისიერად და ემოციურად საუბარი შეიძლება. პირველ რიგში, ეს არის საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, რადგან პოლიტიკური მდგენელიც არის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რაც არის სწორი. ანუ, გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას. ეს არის რელიგიური და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.
27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა