ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის ისტორიას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:28 | 14.01.2019 ნანახია: 745სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ინახებოდა, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ეზოში დღეს პირველად აღიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა:
"სახელმწიფო დროშა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის მნიშვნელობაზე თქვენთან, ახალგაზრდებთან მიწევს საუბარი, რადგან ეს დროშა მომავლის დროშაა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის მთელს ისტორიას. ვიცით, რომ ქართველები არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ და იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს.
მე, პირადად, უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე, როცა მას სახელმწიფო დროშის დატვირთვა არ ჰქონდა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ხელახლა ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა ჩვენი სახელმწიფო დროშაა და მას პატივი უნდა ვცეთ! დროშის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მისი იდენტობის პატივისცემაა!
სადაც უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამ დროშის ქვეშ თქვენ საქართველოს ელჩები ხართ და უნდა მოიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ამ დროშას, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო მისიებში. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები. ამ დროშას იცავენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე და ჩვენ ვიცით, რა პირობებში იცავენ მას. ამ დროშას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, როცა ის მსოფლიო ტურნირებზე აღიმართება.
ამ დროშის ქვეშ გაგვაქვს ჩვენი ქართული კულტურა - ნამდვილი საგანძური, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ არანაკლებად, ვიდრე ჩვენს დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებული და თითოეული მოქალაქის დასაცავია, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ იგი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღის დაწესება 2004 წლის 14 იანვარს "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 2016 წელს კი, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი დამზადდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა