დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 14.01.2019
ნანახია: 1310

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. გარდა ამისა, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი, მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე