იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.01.2019
ნანახია: 614

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა, 11 ხმით, დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისრეს. სხდომას არ დასწრებია იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელია თანამდებობიდან 2018 წლის 27 დეკემბერს გადადგა. როგორც თავად აღნიშნა, მისი გადადგომა უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას.

მოგვიანებით, 2018 წლის ბოლო დღეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ გედევან ფოფხაძეს უნდა შეესრულებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა, თუმცა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე