ჩემთვის, უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით - ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:51 | 14.01.2019
ნანახია: 630

პირადად ჩემთვის, უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით, - - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად ისმის კითხვები, წავა ის თუ დარჩება, რაც მეასეხარისხოვნია მისთვის. "მუდმივად ისმის კითხვები, წავალ თუ დავრჩები, ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის", - განაცხადა დეპუტატმა. 

მისი თქმით, უმრავლესობაში მისი დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით.

"პირადად ჩემთვის, უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება", - განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე