მიზანი მიღწეულია და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 12:23 | 14.01.2019
ნანახია: 744

ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა.

"ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა", - განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე