იმედს გამოვთქვამ, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:03 | 28.12.2018
ნანახია: 827

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ის იმედს გამოთქვამს, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა.

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე