გორში, 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 28.12.2018
ნანახია: 935

გორში, სტალინის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანება და შესაძლოა, ის ბლაგვი საგნით არის მოკლული ან აღნიშნული დაზიანება დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც ექსპერტიზა დაადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე