თბილისში, ტაქსი 70 წლამდე მამაკაცს დეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 28.12.2018
ნანახია: 891

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.

მომხდარის შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე