საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 15:08 | 27.12.2018
ნანახია: 2955

მეუფე პეტრეს განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე ციანიდის საკითხზე მსჯელობისგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა.

„სამწუხაროდ ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან. ძალიან გულდასაწყვეტია და მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალებას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია“.

 საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ  დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე