პრინცმა ჰარიმ რომანი ქეით მიდლტონის დასთან გააბა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 10.12.2015
ნანახია: 1938

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ახალი სკანდალი მომწიფდა. ამერიკულმა ტაბლოიდებმა პრინც ჰარისა და ქეით მიდლტონის უმცროსი დის რომანის შესახებ შეიტყვეს. როგორც Radar Online იუწყება, 31 წლის ჰარი და 32 წლის პიპა ერთმანეთს საიდუმლოდ უკვე სამ თვეზე მეტია ხვდებიან.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ახალგაზრდებს ერთმანეთი ჯერ კიდევ ქეითისა და უილიამის ქორწილის დღეს მოეწონათ. ბევრმა შეამჩნია თუ როგორ გააბა ჰარიმ ფლირტი პიპასთან. ისინი აბაზანაშიც კი განმარტოვდნენ. ქეითი მათმა საქციელმა გააოცა და დას ჰარის სასწრაფოდ დავიწყება სთხოვა.

თუმცა ოთხი წლის შემდეგ პიპასა და ჰარის რომანი განახლდა. ინიციატივა გოგონამ გამოიჩინა. ჰარი ამან ძალიან გაახარა და პიპას პაემანზეც შეუთანხმდა. ახლა პიპა ჰარის სერიოზული ურთიერთობისთვის პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს.

წყვილის ნათესავები ამ პერსპექტივით აღფრთოვანებულნი არ დარჩენილან. თუმცა როგორც ჩანს შეყვარებულები მზად არიან ოჯახის წინააღმდეგ წავიდნენ. წყაროს ცნობით, წყვილის ურთიერთობა იმდენად შორს წავიდა, რომ მასზე უარის თქმა უკვე შეუძლებელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე