სინოდის წევრები უკრაინის შესახებ მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნდების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას

საქართველო, თბილისი - 15:00 | 27.12.2018
ნანახია: 771

 საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ახლა თავი შევიკავეთ. იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას. საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერს“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ საქართველოს საპატრიარქო სამართლიან გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. 

"დაველოდებით ტომოსის გამოქვეყნებას და შემდეგ სინოდზე გამოვიტანთ გადაწყვეტილებას. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნებს. იყო, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა,"- თქვა მეუფე პეტრემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე