ძლიერი თოვისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველო, თბილისი - 12:52 | 27.12.2018
ნანახია: 771

 ძლიერი თოვისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია. გომბორის საავტომობილო გზაზე დილიდან ინტენსიურად თოვს და ნალექს თან ახლავს ძლიერი ყინვა. ამის შესახებ პირველი არხი ინფორმაციას  თელავის საგზაო სამმართველოზე დაყრდნობით აცხადებს.

 „გამთენიისას დავიწყეთ მუშაობა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის გაწმენდის პარალელურად, მთელ პერიმეტრზე ვყრით მარილს. თუმცა, გარკვეული მონაკვეთები გაყინულია და შეზღუდვები დავაწესეთ. გომბორის საავტომობილო გზაზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და სპეციალური ჯაჭვების მქონე ავტომობილების მოძრაობა“, – განაცხადა საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე