უნდა იმხილოს უსჯულოება და ბოროტება, რაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მოხდა - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 12:33 | 27.12.2018
ნანახია: 731

წმინდა სინოდის წევრებმა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასულიერო საქმიანობის შესაძლო შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს. მეუფე პეტრე ცაავამ სხდომის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს ცინიზმი უწოდა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, უსამართლობა უნდა გამოაშკარავდეს.

მისი შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

„ვფიქრობ, პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად, სამივე ინსტანციის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საკითხი უნდა იყოს. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს უსამართლობა და ცინიზმი უნდა იმხილოს, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოფილი თუ მოქმედი პირების უპასუხისმგებლობა უნდა იმხილოს, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უსჯულოება და ბოროტება უნდა იმხილოს, ზოგადად, დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე