კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა შიმშილობა შეწყვიტეს

საქართველო, თბილისი - 16:17 | 26.12.2018
ნანახია: 936

13-დღის შემდეგ ზვიად გამსახურდიას შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს, – ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.

პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას თანხმდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

გამსახურდიას თქმით, მთავარი პროკურორისგან მიღებული გარანტიები აძლევს საფუძველს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი თქმით, შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება.

ცოტნე გამსახურდია შეხვედრაზე ოჯახის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და გამოძიების სტრატეგია დაიგეგმება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე