რუსთაველის გამზირზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციას მართავს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 26.12.2018
ნანახია: 746

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. მდუმარე აქციაზე ერთი წლის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დასჯას ითხოვს.

„გავიდა ერთი წელი ოპერაციის ჩატარების დღიდან კი არა, თემირლანის დახვრეტის დღიდან. იმ დღეს თემირლანი იქნა გატაცებული მისი ცხედარი, რომ მისი თავიდან კვალი წაეშალათ. ერთი წელია, ამ არაშემდგარი ხელისუფლებისგან, ბოროტით სავსე შექუჩებული ხროვისგან თუნდაც პატარა რამით მიანც ეღიარებინათ ის შეცდომა, რაც სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ამაოდ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

„სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ. ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი სულს ვფიცავ ყველანაირ იმას გამოვნახავ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ,“- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე