კევინ სპეისს 18 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 26.12.2018
ნანახია: 621

ამერიკელ მსახიობს კევინ სპეისს ბრალი წაუყენეს ნანტაკეტის (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) რესტორანში 18 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის.

ამ საქმესთან დაკავშირებით მსახიობი სასამართლოს წინაშე 7 იანვარს უნდა წარსდგეს. გამოძიების ვერსიით, 59 წლის კევინ სპეისი, 2016 წელს,  18 წლის ბიჭს სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებულის დედის თქმით, მსახიობი ბიჭისთვის სასმელს ყიდულობდა, შემდეგ კი მის შევიწროებას იწყებდა.

 „მან (ბიჭმა) ამის შესახებ თავიდანვე არაფერი თქვა, შიშისა და სირცხვილის გამო“, - აღნიშნა დედამ.

პირველად სპეისი მსახიობმა ენტონი რეპმა 2017 წლის ნოემბერში დაადანაშაულა. მსახიობმა განაცხადა, რომ სპეისი მას 1986 წელს ავიწროებდა, როდესაც რეპი 14 წლის იყო. თვითონ სპეისიმ განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მაინც მოიხადა. მოგვიანებით მისი მისამართით ახალი ბრალდებებიც გაისმა.

საჯარო ბრალდებების შემდეგ კომპანია Netflix-მა გადაწყვიტა პოპულარული სერიალის „ბანქოს სახლის“ გადაღების გაგრძელება კევინ სპეისის გარეშე. ამის გარდა ფილმ „მთელი მსოფლიოს ფულის“ რეჟისორმა რიდლი სკოტმა გადაწყვიტა ყველა სცენის შეცვლა, სადაც სპეისი მონაწილეობდა, და ის მსახიობ კრისტოფერ პლამერით ჩაანაცვლა.

კევინ სპეისი ორი „ოსკარის“ მფლობელია. მან ამერიკის კონოაკადემიის უმაღლესი ჯილდოები, ფილმებში „საეჭვო პირები“ და „ამერიკული სილამაზე“ შესრულებული როლებისთვის დაიმსახურა. სპეისს ასევე მიღებული აქვს „ოქროს გლობუსის“, „ტონისა“ და BAFTA-ს პრემიები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე