თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით, ხმით, ტემბრით როგორ შევარჩიო მომღერალი, ჩემთვის უკეთესი იქნება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:45 | 26.12.2018
ნანახია: 666

დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვა გამარტივებული წესით მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა და თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი, ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე და  უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, შემდეგ წავიდა და ვერ შევძელი პასუხი გამეცა. თუმცა ახლა ავხსნი , რომ 1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი,  დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და  თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო, ტემბრით შევარჩიო, თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია,  50-მდე კონცერტი, აქტივობა და  გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე