ნოდარ ხადური „ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მიხეილ ოსეევსკის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 10.12.2015
ნანახია: 1353

დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მიხეილ ოსეევსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ, გააცნო მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

„ვითიბი ბანკის“ წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ბანკის საქმიანობით და აღნიშნა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში “ვითიბი ბანკი ჯორჯია” ერთ-ერთი საუკეთესოა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბანკო სექტორი ქვეყანაში სტაბილურად ვითარდება და იმედი გამოთქვა, რომ “ვითიბი ბანკი ჯორჯია” კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე