ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით – შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 26.12.2018
ნანახია: 1304

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა სემეკ-თან აქცია წითელი ჟილეტებით გამართეს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპირებს.

მისივე თქმით, ის და მისი მხარდამჭერები იწყებენ აქციას წითელი ჟილეტებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს. სემეკ-ის პროექტის თანახმად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით დაიკლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე