დღეს ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო" პრემიერა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:08 | 26.12.2018
ნანახია: 739

26 დეკემბერს, 15:00 საათზე გალერეა თბილისში, ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო" პრემიერა გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფილმი იმ  საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება.

სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 40-წუთიანი ფილმის  რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები, საქართველოსთან ერთად,  აშშ-ში, იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი არის საფესტივალო და 2019 წლიდან ის წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე