პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი ხალხის დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 25.12.2018
ნანახია: 789

პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ერი მოსიყვარულე ერია. 

„თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლადსამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ილია მეორემ.

ცნობისთვის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე