ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპის ძვირფას საჩუქარზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 25.12.2018
ნანახია: 636

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის - მელანიას საჩუქარი არ მიიღო.

Daily Mail-ის ცნობით, ტრამპებმა დიდ ბრიტანეთში ზაფხულში ვიზიტის დროს ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს სამკაულები და ზარდახშა აჩუქეს. უცნობია, თუ რა ძვირფასეულობა მიართვეს მეის, თუმცა ცნობილია, რომ ის 140 ფუნტზე ძვირი ღირდა.

დიდ ბრიტანეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, მთავრობის წევრებს არ აქვთ უფლება მიღონ საჩუქრები, რომელთა ღირებულებაც 140 ფუნტზე მეტს შეადგენს. ისინი ვალდებულნი არიან უარი თქვან საჩუქარზე ან მისი ფასი 140 ფუნტის გარდა, თვითონ გადაიხადონ.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ საჩუქარს იმდენად მაღალი ფასი ჰქონდა, რომ არჩია ის ტრამპისთვის უკან დაებრუნებინა, რადგან ფულის გადახდას ვერ შეძლებდა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, მეიმ იუველირ მირტა ფროზინისგან საჩუქარი მიიღო და მისი ღირებულება თვითონ დაფარა, რადგან სამკაულები 140 ფუნტზე მეტი ღირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე