ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო წინა ხელისფლებასთან - ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:37 | 25.12.2018
ნანახია: 802

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურისიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს. მისივე თქმით, ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. 

„უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი არ დაუჭიროს და მსგავსი სახის მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემის გაწმენდა დაიწყოს. ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის წარდგენა ცინიკური დამოკიდებულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაპირისპირებული იყო მოსამართლეებთან და წინა ხელისფლებასთან. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს იმაზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და გადმოგზავნა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე