დღეს ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც 41 წლის წინ იმჟამინდელი КГБ-ს კორდონი გაარღვიეს და მცხეთაში შემოვიდნენ პატრიარქის აღსაყდრებაზე -ლაშა ჟვანია

საქართველო, თბილისი - 15:03 | 25.12.2018
ნანახია: 747

დღეს ერთადერთი გრძნობა, რაც მაქვს, ეს არის მადლიერება ღვთის წინაშე, რომ უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„დღეს განსაკუთრებით გამახსენდა და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც 41 წლის წინ იმჟამინდელი КГБ-ს კორდონი გაარღვიეს და მცხეთაში შემოვიდნენ საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. ეს იყო რწმენით სავსე ჩამოსვლა მცხეთაში და იმედით სავსე ჩამოსვლა, რომელიც აჩვენებდა ადამიანებს, რომ რაღაც ახალი ხდებოდა მთლიანად, საქართვლოს ისტორიაში და ზუსტად ამ იმედებმა გაამართლა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ცნობისთვის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე