ვულკანმა ეტნამ ისევ გაიღვიძა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 25.12.2018
ნანახია: 657

იტალიის გეოფიზიკისა და ვუკლანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა ვულკან ეტნას აქტივობის გაძლიერება დააფიქსირეს, რომელმაც 24 დეკემბერს გაიღვიძა.

სეისმოლოგებმა დაარეგისტრირეს 150-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგები ვულკანის ზონაში, კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კატანიასთან.

მათგან ყველზე მძლავრი 4,0 მაგნიტუდის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ორი კმ-ის სიღმეში მდებარეობდა, რაგალნის კომუნადან 7 კმ-ის დაშორებით.

ვულკანოლოგების ცნობით, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ახალი ბზარი გაჩნდა, საიდანაც ფერფლის შავი ღრუბელი ამოვიდა. ამის გამო ხელისუფლებამ რამდენიმე საათით შეაჩერა ფონტანაროსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა და მატარებლების მოძრაობა.

ამის გარდა, ვულკანის ფერფლმა დაფარა კატანიის რაიონის რამდენიმე ქალაქი და დასახლება. ექსპერტების აზრით, მღელვარების მიზეზი არ არსებობს, რადგან ეს ამოფრქვევა ადამიანებისთვის და მატერიალური ობიექტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ეტნა ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევროპაში. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. 2017 წლის მარტში ვულკანის მორიგი ამოფრქვევის შედეგად სიცილიაში ათი ადამიანი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე