მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლისა და სიკეთის - პრეზიდენტი ქრისტიანებს შობას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 25.12.2018
ნანახია: 610

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტიანებს შობას ულოცავს.

"ვულოცავ შობას ყველა ქრისტიანს, საქართველოსა და მსოფლიოში, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლისა და სიკეთის.

ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

25 დეკემბერს ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე