მთავრობა მოწყდა ხალხს, ეს არის ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამის მთავარი ვერდიქტი - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 13:00 | 25.12.2018
ნანახია: 647

როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამას საზოგადოება ხედავს, ოჯახის და ქვეყნის შემოსავლების ზომით, მაგრამ, მისივე თქმით, არც გამოსავალი არსებობს და არც გამოსავლის გზები ხელისუფლებისგან, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

"წარმოუდგენელია ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე. განვლილი 6 თვიდან ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, მივდივართ უკან და უკან. როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. მთავრობა მოწყდა ხალხს, აი ეს არის მთავარი ვერდიქტი, ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამისა", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას უსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე