ერაყში შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 25.12.2018
ნანახია: 764

ერაყის მთავრობამ შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.

„ერაყის მთავრობა მთელს ერაყში შობას ოფიციალურ დღსასწაულად აცხადებს. ბედნიერ შობას ვუსურვებთ ჩვენს ქრისტიან მოქალაქეებს, ყველა ერაყელს და მათ, ვინც შობას ზეიმობს მთელს მსოფლიოში“, - ნათქვამია Twitter-ში მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტელეარხ Al-Arabia-ს ცნობით, ერაყელი ქრისტიანები პირველად აღნიშნავენ შობას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლებულ რაიონებში. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ერაყში 1,5 მლნ ქრისტიანი ცხოვრობდა, ამჟამად მათი რაოდენობა მხოლოდ 300 ათასს შეადგენს.

გავრცელებული ცნობით, ერაყის პარლამენტს თხოვნით მიმართეს ბაბილონის პატრიარქმა და ერაყის არქიეპისკოპოსმა, რათა  ქვეყანაში შობა უქმე დღედ გამოცხადებულიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე