იტალიაში საქართველოს შიშველი მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 25.12.2018
ნანახია: 1082

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ რეჯიო კალაბრიაში ქართველმა მამაკაცმა ჯერ ცირკის ტერიტორიაზე შეაღწია, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა.

ცხოველმა მამაკაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა. მისი დახმარება ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე