ბრიუსელში უცნობმა მამაკაცმა რესტორანს ცეცხლი გაუხსნა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 24.12.2018
ნანახია: 640

ბელგიის დედაქალაქ ბრისუელის ცენტრში უცნობმა მამაკაცმა რესტორანს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ინცდიენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ტყვიების კვალი იპოვა.

თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველების ცნობით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. დაწყებულია გამოძიება.

თავდამსხმელის ვინაობისა და დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე