8 დაღუპული და 10 დაშავებული - ინდოეთში ერთმანეთს 50 ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 24.12.2018
ნანახია: 617

სულ მცირე 8 ადამინი დაიღუპა და 10 დაშავდა ინდოეთში საავტომობილო გზაზე 50 ავტომობილის დაჯახების შედეგად. ინციდენტი ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო მოხდა.

მედიის ცნობით, შემთხვევა ხარიანის შტატის ქალაქ ჯაჯარში მოხდა.

დაზიანებულ ავტომობილებს შორის არის 6 სკოლის ავტობუსი. 6 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოავარიის გამო გზაზე 2 კმ სიგრძის საცობი წარმოიქმნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე