ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 14:31 | 24.12.2018
ნანახია: 726

ცეკოს-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.

თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს - ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას - არცერთმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და  „ევროპული საქართველოს“ წევრებს არ მიუღიათ. კენჭისყრაში ასევე არ მონაწილეობდა თამარ ჟვანია.

ცნობისთვის, თამარ ჟვანია ცესკო-ს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე