ქერჩის სრუტეში სიტუაციის გამწვავება კიევს წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა - პუტინი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 20.12.2018
ნანახია: 723

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევის პროვოკაციას უწოდებს დ აღნიშნავს, რომ ის არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებისკენ არის მიმართული. პუტინმა ამის შესახებ დღეს მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ პროვოკაცია ყველგან ცუდია. ეს პროვოკაცია მიმართულია სიტუაციის გამწვავებისკენ. რაში სჭირდებათ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მოვლენების ასეთი განვითარება? გასაგებია, იქ არჩევნებია, მათ გამწვავება იმისთვის სჭირდებათ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი პრედენდენტის რეიტინგი გაზარდონ - მე ვგულისხმობ მოქმედ პრეზიდენტს... ეს ცუდია, ეს საბოლოო ჯამში თავისი ხალხისა და თავისი სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანოა. მათ შეუძლიათ ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მშვიდად წინ წაიწიონ , როგორც ეს მანამდე იყო“, - აღნიშნა პუტინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე