ამერიკული სამხედრო კოლონები სირიას ტოვებენ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 20.12.2018
ნანახია: 689

 

 

თურქულმა სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებენ ამერიკული სამხედრო ავტოკოლონები სირიის ტერიტორიას.

ვიდეოზე, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს სატვირთო სამხედრო ავტომობილების კოლონა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დაჯგუფების არსებობა იყო  სირიის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების ყოფნის ერთადერთი მიზეზი.

მოგვიანებით, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-მა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, მაგრამ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება კოალიციის არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს.

სააგენტო “როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის ევაკუაცია სირიიდან 24 საათის განმვალობაში მოხდება, შეიარაღებულ ძალებს კი 60-100 დღეში გაიყვანენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე