აშშ-ის სენატი ტრამპს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ქერჩის სრუტეში ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 20.12.2018
ნანახია: 722

აშშ-ის სენატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისუფალი ნავიგაციისთვის ქერჩის სრუტეში ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდეს.

რეზოლუციის ავტორები, რომელსაც სენატის 40-მა წევრმა მოაწერა ხელი, მიჩნევენ, რომ ეს ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ნაბიჯია.

რეზოლუიცია მოამზადეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა რონ ჯონსონმა და დემოკრატების პარტიულმა ორგანიზატორმა სენატში რიჩარდ დურბინმა.

„აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გასცენ ქერჩის სრუტეში რუსეთის სამხედრო აგრესიას ძლიერი და მტკიცე ნაბიჯით. თავისუფალი ნავიგაციისთვის საერთაშორისო საზღვაო ოპერაციის ჩატარებამ უნდა უზრუნველიყოს შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გასასვლელი“ - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, პუტინმა ასეთი  რეაქცია უნდა დაინახოს.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსი სამხედროები ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ სამხედრო გემებს. თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 23 ჯარისკაცი რუსულ მხარეს ამ დრომდე ჰყავს დატყვევებული. მოსკოვი მომხდარში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე