ბრაზილიის პრეზიდენტს პროკურატურა კორუფციაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 20.12.2018
ნანახია: 708

ბრაზილიის გენერალური პროკურორი პრეზიდენტ მიშელ ტემერს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, პრეზიდენტს ბრალი წარდგენილი აქვს კორუფციული სქემის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის პორტების მმართველობას უკავშირდება.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ტემერმა 2017 წელს ქრთამის სანაცვლოდ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, ორ საპორტო კონტრაქტს ვადა 70 წლით უხანგრძლივდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მეთაური თავისი უდანაშაულობის შესახებ მტკიცებულებებს წარადგენს.

ტემერის წინააღმდეგ პროცესი მისი პრეზიდენტობის ვადაში შესაძლოა იმ შემთხვევაში დაიწყოს, თუ ბრაზილიიის პარლამენტი ამ პროცესს მხარს დაუჭერს. თუმცა მედია წერს, რომ ეს შესაძლოა, მომავალი წლის იანვარში დაიწყოს, როდესაც ტემერის საპრეზიდენტო ვადა იწურება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე